როგორ მუშაობს ასტროლოგია

რა ინფორმაციას იძლევა პირადი რუკა

პირადი (ნატალური) რუკა ანახებს ადამიანის მთელი ცხოვრების მოკლე მოხაზულობას, შინაარს ,ასე ვთქვათ. ასტროლოგები ამბობენ,რომ ადამიანის ცხოვრებაში არ მოხდება არაფერი ისეთი,რაც არ არის ჩადებული ნატალურ რუკაში.
ამ რუკაში ჩანს ყველა თემაზე ინფორმაცია, ჩანს პირადი ცხოვრება, საფრთხეები, პოტენციალი,შესაძლებლობები ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. თუმცა,ნატალური რუკა ანახებს ზოგად ინფორმაციას,ზოგად დახასიათებას ადამიანის ცხოვრებისას, ეს სერვისი არ ანახებს დროს, თუ როდის რა მოხდება. ეს უკვე პროგნოსტიკის თემაა და მისი მეთოდების და არა ნატალური ასტროლოგიის.

ნატალური რუკის ანალიზისას ყველაზე მნიშვნელოვანია ზუსტი დაბადების დრო: საათი და წუთი. დროში 4-5 წუთის გადაცდომაც კი ბევრ რუკაში იწვევს ძირეულ ცვლილებებს. პირადი რუკის ანალიზს აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ დრო იქნება ზუსტი. სხვა შემთხვევაში ეს უკვე ასტროლოგია არაა, გამოვა უბრალოდ მკითხაობა. ასტროლოგია მოითხოვს სიზუსტეს, ზუსტი პასუხის მისაღებად.

ნატალური რუკა აერთიანებს მინიმუმ 12 თემას,ისე კი რაც უფრო სიღრმისეული იქნება ანალიზი,მით უფრო მეტი იქნება ინფორმაცია. ასტროლოგიას არ აქვს კონკრეტული საზღვრები, რაც ღრმად აანალიზებ,უფრო მეტ და მეტ ინფორმაციას ღებულობ. ნატალური რუკის თემებია: ადამიანის ხასიათი,ფინანსები მისი და პარტნიორის, შვილების და ა.შ. ასევე კომუნიკაციური უნარები, აზროვნების უნარი, სწავლა, ოჯახი, მშობლები, შვილები, სიყვარული, ყოველდღიურობა, საფრთხე, პირადი ურთიერთობები, ოფიციალური ურთიერთობები, ემიგრაცია, მოგზაურობა, წარმატება კარიერაში, კოლექტივი, ფსიქიკა, ჯანმრთელობა, კარმა და ა.შ.

ანალიზის მეთოდები ძირითადად სპეციალური ფორმულებისგან შედგება. მოქმედებს 3 მაჩვენებლის წესი. ფორმულები რამდენიმე ნაწილისგან შედგებიან. არსებობს დაავადებების ფორმულები, პირადი ცხოვრების ფორმულები, პროფესიული ფორმულები. ყველა თემა ეყრდნობა ფორმულებს,რომლებიც თავის მხრივ მოიცავენ სახლების ურთიერთქმედებების ფორმულებს და კონკრეტულ ასპექტებს. ეს ფორმულები რამდენიმეწლიანი კვლევების და სტატისტიკური მონაცემების შედეგია, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო ასტროლოგიური ინსტიტუტების მიერ. არც ერთ სფეროში არ გამოიყენება ერთი კონკრეტული მიდგომა, ხდება რამდენიმე მეთოდის სინთეზირება,მეტი საიმედოობისთვის.

ნატალური რუკის ანალიზის მიზანია, რუკის მფლობელმა იცოდეს მისი ცხოვრების მოკლე მოხაზულობა, რომ წინასწარ იმუშაოს საკუთარ თავზე , გამოასწოროს მინუსები , მიაქციოს ყურადღება ჯანმრთელობისკონკრეტულ პრობლემებს, რომლებიც რუკაში აქტიურია, მიჰყვეს იმ პროფესიებს,რომლებიც რუკაში ყ ველაზე წარმატებულია და რომელშიც მეტი პოტენციალი აქვს წარმატების და ა.შ. რუკის ანალიზი უნდა დაეხმაროს ადამიანს მომავლის კორექციასა და მოდელირებაში.
ნატალური რუკა
Made on
Tilda