როგორ მუშაობს ასტროლოგია

ფაქტები მზის სისტემის შესახებ

იუპიტერს 16 თანამგზავრი ჰყავს, სატურნს-17, ურანს-15.
მარსის თანამგზავრი ფობოსი ერთადერთია მზის სისტემაში, რომელიც თავისი პლანეტისირგვლივ უფრო სწრაფად მოძრაობს,ვიდრე თვითონ მარსი. მარსიანული დღე 24 სთ 37 წთ-ია, ხოლო ფობოსის დღე-7 სთ 39წთ.
ყველაზე სწრაფი თანამგზავრი მზის სისტემაში იუპიტერის ამალთეაა.
მზის სისტემაში ყველა ობიექტი მოძრაობს ერთი მიმართულებით, გარდა იუპიტერის 4 თანამგზავრისა, ასევე სატურნის თანამგზავრის ფებას და ნეპტუნის ტრირონისა, ისინი უკუსვლითი მოძრაობით ხასიათდებიან.
რგოლები სატურნის გარდა აქვს ურანსაც და იუპიტერსაც, უბრალოდ მათი რგოლები უფრო პატარა ობიექტებისგან შედგება და ასე ცხადად არ ჩანს,როგორც სატურნის რგოლები.
პატარა ობიექტები,როგორებიც არიან ასტეროიდები, ასევე არიან მიზიდულობის ზალის ზემოქმედების ქვეშ. ვარაუდობენ,რომ ტერესტრიული პლანეტები (მერკური, ვენერა,დედამიწა და მარსი) შეიქმნა ასეთი ასტეროიდების გაერთიანების შედეგად.
1766 წელს ფიზიკოსმა იოჰან ვიტენბერგმა აღმოაჩინა გარკვეული პლანეტარული კანონზომიერება მზის სისტემაში. თუ სატურნამდე მანძილს მივიჩნევთ 100 ერთეულად, მერკურის მდებარეობა იქნება 4 ერთეულის ტოლი, ვენერასი-7-ის,დედამიწის-10ის და ა.შ. ამ თეორიის შედეგად აღმოაჩინეს პლანეტა ურანი, ჯერ თეორიულად, შემდეგ ფიზიკურადაც.
მარსის თანამგზავრები რეალურად ''მისი''არ არის, ისინი მარსმა მიიზიდა ასტეროიდების სარტყელიდან.
ვარაუდობენ, რომ მარსის და იუპიტერს შორის იყო კიდევ ერთი პლანეტა- ფაეტონი, რომელიც აფეთქდა და მისი ნამსხვრევები დღემდე მდებარეობს ასტეროიდების სარტყელზე, მარსის და იუპიტერის მიზიდულობის ძალის წყალობით. სწორედ ამ სარტყელზე მდებარეობენ იუნონა, ცერერა, ვესტა, ირიდა და სხვა ასტეროიდები.
მარსის ორბიტაზე დაახლოებით 80 ასტეროიდია, რომელთაგან რამდენიმეს შეუძლია დედამიწასთან ახლოს მოსვლა.
18ე საუკუნეში ასტრონომმა ლაგრანჟმა გამოთვალა 5 წერტილი (ლაგრანჟის წერტილები) მცირე ციური ობიექტის ირგვლივ რომლებიდან წამოსული მიზიდულობის ძალა ასტაბილურებს მცირე ობიექტს. ამ 5 წერტილიდან 2 წერტილი არსებობს, სადაც ობიექტი სტაბილური იქნება ურთიერთმიზიდულობის ძალის ხარჯზე. ეს თეორია დამტკიცდა მზესა და იუპიტერს შორის მდგარი ''ბერძნების'' და ''ტროელების'' ასტეროიდების ჯგუფის მაგალითზეც.
ქირონი მონიშნულია 1895 წლის რუკაზეც, მისი ორბიტა ქაოტური ტიპისაა. ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ ქირონი ასეთ არასტაბილურ ორბიტაზე დიდხანს ვერ გაჩერდება და ადრე თუ გვიან ან დატოვებს მზის სისტემას იუპიტერის ან სატურნის გავლენით. მზის სისტემის შემნიდან არც ერთ ობიექტს არ ჰქონია უნარი, ასეთ ორბიტაზე სტაბილურად ემოძრავა.
ასტეროიდები არსებობს მუქი და ნათელი ფერების. ყველაზე მუქი ასტეროიდებია კიბელა და შეილა. ყველაზე ნათელი- ნიზა და ანგელინა. ნათელი ასტეროიდების შემცველობაშია ნივთირებეა, რომელიც ირეკლავს სინათლეს.
ასტეროიდის კრატერის ადგილას გაჩნდა ისლანდია. ეს მტკიცდება ირიდიუმის შედარებით მაღალი შემცველობით მის ტერიტორიაზე. დედამიწა ღარიბია ირიდიუმით, ის დიდი შემცველობითაა ასტეროიდებში. ასევე, ასტეროიდის კრატერშია აშენებული სსსრ-ის კოსმონავტიკის აკვანი- ქალაქი კალუგა.
ასტეროიდებს ჰყავთ თანამგზავრებიც (მათაც გააჩნიათ მიზიდულობის ძალა).
ასტეროიდი განიმედის (40 კმ) დედამიწასთან შეჯახების შანსი მომდევნო 5 მილიარდი წლის განმავლობაში 0,1 %ია, ხოლო 20კმ-იანი ეროსის დაჯახების შანსი 400 მილიარდი წლის განმავლობაში- 20%.
მეტეორების წვიმის 14ნაირი სახეობა არსებობს:ლიდირები, სკორპიონიდები, ნერსეიდები, ორიონიდები და ა.შ. რამდენიმე მათგანი რამდენიმე ფერში ანათებს.
2024-03-07 08:38 ასტროლოგიის საწყისები