ნატალური რუკის საბაზისო ანალიზი მოიცავს ყველა აუცილებელ ინფორმაციას. ეს არის ბიუჯეტური ანალიზი, რომელიც გათვლილია მის ხელმისაწვდომობაზე. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს წვდომა ასტროლოგიაზე და განსაკუთრებით იმ აუცილებელ ინფორმაციაზე, რისი მიწოდებაც ნატალურ რუკას შეუძლია.
ეს სერვისი მოიცავს 4 ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას:
- პირადი ცხოვრების მოკლე ანალიზი.
- ჯანმრთელობის მხრივ პოტენციური პრობლემები
- წარმატებული პროფესიების სია
- ემიგრაციის მაჩვენებელი
პირადი ცხოვრების გრაფა ანახებს ქორწინების სავარაუდო რაოდენობას, შესაძლო პრობლემებს ქორწინებაში და მათ მიზეზებს, მოკლედ. ასევე ანახებს შვილების სავარაუდო რაოდენობას და მათ მდგომარეობას, რაც რუკაში ჩანს (საფრთხე ბავშვის ცხოვრებაში ან დედის ორსულობის პერიოდში, რთული მშობიარობის რისკი, ბავშვის სუსტი ჯანმრთელობა და ა.შ.)
ჯანმრთელობის გრაფა ეყრდნობა გამოთვლის 2 მეთოდს: პლანეტების მიხედვით ხდება დაზიანებული ორგანოების იდენტიფიკაცია, რომლებიც დაბადებიდან მოყოლებული სუსტი ორგანოებია და სჭირდება მეტი კონტროლი და ყურადღება ცხოვრების განმავლობაში. მეორე მეთოდი გრადუსების მიხედვით ახდენს დაავადებების იდენტიფიკაციას. სერვისში დაავადებების გასწვრივ მითითებულია ფრჩხილებში პრობლემის ქრონიკულობა, გენეტიკური არის თუ არა, აქტიური არის სულ თუ არააქტიურია და გააქტიურდება ცხოვრების კონკრეტულ მონაკვეთში, ასევე მითითებულია პლანეტებიც, რომ პროგნოზირებისას ასტროლოგს მიეწოდოს ეს ინფორმაციას საქმის უფრო გამარტივების მიზნით. ასევე სამედიცინო ანალიზში ცალკე ვაანალიზებთ 6ე სახლში მდგომ პლანეტებს.
წარმატებული პროფესიების იდენტიფიკაცია ხდება ფორმულების მეშვეობით,რაც ნიშნავს იმას, რომ გათვალისწინებული იქნება ადამიანის ის უნარები,რომლებიც მას დაჰყვა დაბადებიდან. თითოეული ფორმულა ეყრდნობა სახლების ურთიერთქმედებას და ცალკე კონკრეტულ ასპექტებს, რომლებიც ერთიანობაში ქმნიან ფორმულას. ეს მეთოდი იძლევა საშუალებას არ ვივარაუდოთ ადამიანის საქმიანობის სფერო მხოლოდ 10ე სახლის მმართველის და ნიშნის მიხედვით, არამედ შევაფასოთ ადამიანი რა სფეროში იქნება წარმატებული,საკუთარი უნარებიდან გამომდინარე.
მაგალითად, თუ ადამიანს რუკაში უჩანს ხატვის ნიჭი (კონკრეტული ასპექტი), ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხატვარი იქნება, თუ არ აქვს უნარი შემოქმედებით სფეროში თანამშრომლობის და საკუთარი ნიჭის დახმარებით სოციალური წინსვლის უნარი. ხატვა შეიძლება ბევრს გამოსდიოდეს,მაგრამამ საქმით ფულის შოვნა -არა. დედამიწაზე ბევრი იურისტი და ექიმი შეიძლება იყოს,მაგრამ იურისტის და ექიმის ფორმულა იმდენად რთულია,რომ მართლაც ერთეულები გვხვდებიან რეალურად თავიანთი საქმის მცოდნეები და ამავე დროს წარმატებულები. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა თავიდანვე დაინახოთ საკუთარი უნარები და წახვიდეთ სწორი გზით , გაგიმარტივებთ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნას.
მაგალითად, თუ ადამიანს რუკაში უჩანს ხატვის ნიჭი (კონკრეტული ასპექტი), ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხატვარი იქნება, თუ არ აქვს უნარი შემოქმედებით სფეროში თანამშრომლობის და საკუთარი ნიჭის დახმარებით სოციალური წინსვლის უნარი. ხატვა შეიძლება ბევრს გამოსდიოდეს,მაგრამამ საქმით ფულის შოვნა -არა. დედამიწაზე ბევრი იურისტი და ექიმი შეიძლება იყოს,მაგრამ იურისტის და ექიმის ფორმულა იმდენად რთულია,რომ მართლაც ერთეულები გვხვდებიან რეალურად თავიანთი საქმის მცოდნეები და ამავე დროს წარმატებულები. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა თავიდანვე დაინახოთ საკუთარი უნარები და წახვიდეთ სწორი გზით , გაგიმარტივებთ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნას.
ემიგრაციის მაჩვენებელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან კონკრეტულ ადგილზე, სადაც რუკის მფლობელი დაიბადა, შესაძლოა თავს ცუდად გრძნობდეს, არ იყოს კომფორტულად, ან არ ჰქონდეს სოციალური განვითარების დიდი შანსები, ან საფრთხე ჩანდეს ნატალურ რუკაში.. ყველას განსხვავებული მიზეზი აქვს ემიგრაციის, რუკა თავად გვეუბნება, რაშია პრობლემა,ხოლო რეაგირება უკვე ჩვენი თავისუფალი ნებაა. თუ რუკაში ჩანს აუცილებელი ემიგრაცია მაღალი საფრთხის გამო ან თუნდაც სხვა რომელიმე მიზეზით,რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, სწორად უნდა შეარჩიოთ ახალი საცხოვრებელი ადგილი,რომ არ მოხვდეთ იგივე ან უფრო უარეს ადგილას. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ყოველ ქალაქში განსხვავებული შესაძლებლობებია, რაც უფრო დაშორდებით მშობლიურ ქალაქს,მით უფრო შეიცვლება თქვენი სოციალური წინსვლის შანსები, რეალიზაციის შანსები, პირადი ცხოვრება, ჯანმრთელობაც კი (კონკრეტული დაავადებების ინტენსიურობა და სირთულე).
თუ დაიბადეთ სხვა ადგილას და ცხოვრობთ სხვა ადგილას,სასურველია ორივე რუკის ანალიზი.
ამ სერვისში მოცემულია საბაზისო ინფორმაცია, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ საკუთარ ცხოვრებაზე ყველამ. რაც უფრო ადრე ასაკში იქნება გაკეთებული,მით უკეთესი. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს ინფორმაცია უნდა იცოდეს საკუთარ თავზე და ახლობლებზე ყველამ.