კარმა შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამართლიანობის პრინციპი,რომელსაც არ აქვს საზღვარი და მოიცავს სულის ნებისმიერ ინკარნაციას და განვითარებას.
კარმული ვალის დაგროვება შეუძლია მხოლოდ ადამიანს, რადგან სხვა ცოცხალი არსებები ჰარმონიაში არიან ბუნებასთან და მის კანონებთან. ლომიც კი თავის მსხვერპლს კლავს მხოლოდ მაშინ,როდესაც მშიერია და არ იკვებება ადამიანივით, სიამოვნებისთვის და არა შიმშილის გრძნობის დასაძლევად.
მხოლოდ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, რომლის ფარგლებშიც ის მოქმედებს, როგორც თვითონ მიაჩნია სწორად და შესაბამისად, უშვებს შეცდომებს, არღვევს ბუნების კანონებს და აგროვებს ე.წ. კარმას.
მხოლოდ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, რომლის ფარგლებშიც ის მოქმედებს, როგორც თვითონ მიაჩნია სწორად და შესაბამისად, უშვებს შეცდომებს, არღვევს ბუნების კანონებს და აგროვებს ე.წ. კარმას.
კარმა არსებობს 2 სახის: შიდა და გარე. შინაგანი კარმაა ადამიანის ხასიათი, მისი შეხედულებები და ქმედებები,რომლებზე გავლენაც აქვს წინა ინკარნაციებს. ეს ის კარმაა,რომლის შეცვლა და კორექტირება ჩვენ შეგვიძლია. ხასიათის კორექტირება, საკუთარი ქცევის შეცვლა, შეხედულებების ფორმირება, საკუთარი ხასიათის დამუშავება, რუკის დამუშავება, ეს ყველაფერი შინაგანი კარმაა და მისი შეცვლა შესაძლებელია.
გარეგანი კარმა მოდის გარემო პირობებიდან გამომდინარე, სხვა ადამიანების სახით, მოვლენების სახით. ამ ტიპის კარმის კორექცია შეუძლებელია. ჩვენ არ ვიცით, რა გარემოუბები ჰქონდა ადამიანს წინა ცხოვრებაში,რის გამოც ისჯება ან ჯილდოვდება ამ ცხოვრებაში, არ ვიცით რა სახით მოვა გარე კარმა მის ცხოვრებაში, იქნება გამოცდა ტანჯვით თუ გამოცდა სიხარულით. ამ სახის კარმაზე ჩვენ წვდომა არ გვაქვს.
კარმის პრინციპი იგივე სამართლიანობის პრინციპია, ადამიანი იღებს იმას, რაც ეკუთვნის ამ პრინციპიდან გამომდინარე. მაგალითად, იესო ქრისტე მათეს სახარებაში ამბობს, რომ იოანე ნათლისმცემელი არის ის, ვინც იყო ელია წინასწარმეტყველი. ელია წინასწარმეტყველმა, როგორც წყაროები გვიყვებიან, მონოაწილეობა მიიღო ერთგვარ გამოცდაში, სადაც სხვადასხვა რელიგიის წარმომდგენლებს უნდა ელოცათ და რომელი ღმერთიც უპასუხებდა თავის მიმდევარს, ის ღმერთი იქნებოდა რეალური. ელიას გამოეხმაურა თავისი ღმერთი, როს შემდეგადაც ელიამ ბრძანა სხვა რელიგიის მიმდევრების მოკვლა. ახალ ინკარნაციაში იოანე ნათლისმცემელს,როგორც ვიცით, თავი მოჰკვეთეს. ასე მუშაობს კარმა: ადამიანმა უნდა გამოსცადოს ის, რასაც თვითონ უკეთებდა სხვებს, რომ გაითავისოს გაკვეთილი. ეს მაგალითი იოანე ნათლისმეცმელთან დაკავშირებული, არის ერთ-ერთი ხედვა კარმული კანონზომიერების. არაა აუცილებელი ამ ხედვას ყველა ეთანხმებოდეს. ასეც წერია სახარებაში : ვისაც ყური აქვს, ისმინოს.
დაავადებები,ნაადრევი გარდაცვალება, რთული ურთიერთობები- ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს კარმული გავლენის მქონე. არაა აუცილებელი,ყველა მათგანის არსებობა კარმას დავაბრალოთ. ზოგჯერ ადამიანი ზარალდება საკუთარი უცოდინრობის ან უუნარობის გამო, სხვისი მიზეზით და ა.შ. ზოგჯერ კი მის ცხოვრებაში აშკარად ჩანს,რომ კონკრეტული მოვლენა იყო კარმული და ამას ის ვერსად გაექცეოდა, კარმა მოქმედებს ბუმერანგის პრინციპით, აუცილებლად დაეწევა ადამიანს. მისგან დროებით გაქცევა შესაძლებელია, მაგრამ ადრე თუ გვიან იგი დაეწევა ადამიანს. არც ერთი ''წვეთი'' ენერგია არ იკარგება ''ჰაერში'', ყველა ქმედებას და ყველა ენერგია, დადებითი იქნება თუ ნეგატიოური, დაუბრუნდება მის მფლობელს და თუ ენერგია საკმაოდ დიდია, მის მომავალ თაობებსაც გადასწვდება.
კარმული კანონები / წესები სულ რამდენიმეა,თუმცა ყოველი წესი საკმაოდ მასშტაბურია:
- ახიმსა (სანსკრ)- ნუ ავნებ სულიერს. აქ იგულისხმება ნებისმიერი სულიერი, ცხოველიც და ადამიანიც. შესაძლოა ავნო ფიზიკურად, ავნო მორალურად, სიტყვიერად. ეს კანონი კრძალავს სხვა სულიერისთვის ზიანის მიყენებას ნებისმიერი შესაძლო ფორმით. სხვების ჩაგვრაც, მათ შორის სიტყვიერი, კარმული კანონის დარღვევაა. ამბობენ, ვინც ამ კანონს არ არღვევს, საჩუქრდება მომავლის ხედვის უნარით და შეუძლია საფრთხეებისთვის გვერდის ავლა საკუთარი ცოდნის ხარჯზე (აქ ბევრი გულისხმობს ასტროლოგიურ ცოდნას და უნარებს. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ცრუ ასტროლოგები, რომლებსაც 1 წიგნიც არ წაუკითხავთ თვითონ და ისე ავრცელებენ სხვებისგან გაგებულ ინფორმაციას. ამ კანონის დაცვა იძლევა ცოდნის მიღების უნარს და არა თვითონ ცოდნას,ცოდნისთვის საჭიროა ცალკე სწავლაც.)
- სატია- ნუ მოიტყუები, ნუ გაავრცელებ ცრუ ინფორმაციას. ნათქვამია, რომ წესიერი ადამიანის გავრცელებული არასწორი რელიგიაც კი სწორი ხდება, რადგან წესიერი ადამიანი ვერ გაავრცელებს ვერაფერს ცუდს და ავს. ადამიანი უნდა იყოს გულწრფელი, ესმოდეს, რასაც ამბობს და სჯეროდეს იმისი, რასაც ამბობს.
- ასტეია- სხვისას ნუ მიითვისებ. ქრისტიანობაში ეს ჟღერს ასე ''მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა''. აქ საუბარია როგორც ფიზიკურ მითვისებაზე ნივთებისა, ადამიანებისა, სულიერი არსებებისა, ასევე საუბარია მითვისებულ სერვისებზეც (უბილეთო მგზავრობა, არალიცენზირებული პროდუქცია, არალეგალური სამსახური, დაუმსახურებელი პრივილეგიები და ა.შ.). თუ ადამიანი ეწევა არალეგალურ სამსახურს ან არღვევს ამ კანონს, საჭიროა მინიმუმ 10% მოგებისა გაუნაწილოს უპოვრებს. აქაც კარმული კანონები იკვეთება ქრისტიანულ (და არამარტო) კანონებთან.
- აპარიგრახა- ნუ დაკარგავ თავისუფალ ნებას. აქ საუბარია საკუთარი თავისუფლების დაკარგვაზე, სხვასთან ვალში ყოფნაზე, სხვისი გავლენის ქვეშ ყოფნაზე, ნივთების გავლენის ქვეშ ყოფნაზე, ფანატიზმზე და ა.შ. იკრძალება ქრთამი და სხვების წინაშე ვალში ყოფნაც ასოცირდება თავისუფლების დაკარგვასთან.
- ბრაჰმაჩარია- ზომიერება ყველაფერში. მეტისმეტი სიამოვნება, კვება, სიმკაცრე, ნებისმიერი რამ გადამეტებული ზომებით იკრძალება. მეტისმეტი სიკეთეც მათ შორის, ყველაფერს აქვს თავისი ზომა და წონა. ითვლება, რომ ამ კანონის დამცველებს ეძლევათ საჩუქრად მყარი ჯანმრთელობა და დღეგრძელობა.
როგორც ზემოთ დავწერე, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია წინა ცხოვრების გარემოზე და ჩვენს ქმედებებზე წინა ინკარნაციის პერიოდში რა მოხდა, თუმცა გვაქვს შანსი, გამოვიყენოთ ეს ცოდნა და გავითვალისწინოთ კარმული კანონები ამ ცხოვრებაში, საკუთარ ხასიათში და ქმედებებში, რომ თავიდან ავირიდოთ ნეგატიური კარმის დაგროვების პროცესი ამ ცხოვრების განმავლობაში.