მინერალები წარმოადგენენ ვარსკვლავების ''ელჩებს'' დედამიწაზე. ხოლო შუამავლები ვარსკვლავებსა და მინერალებს შორის არიან პლანეტები.
ყოველ მინერალს, თავისი შემადგენლობიდან და ფერიდან გამომდინარე, ჰყავს თავისი მმართველი პლანეტა/პლანეტები. ასევე ყოველ მინერალს ჰყავს თავისი მმართველი ვარსკვლავი, რომლის ენერგიასაც ავრცელებს დედამიწაზე,კონკრეტულად კი ამ მინერალის მფლობელზე. ანუ იერარქია ასეთია: ვარსკვლავი- პლანეტა- მინერალი.
მინერალების შერჩევა კონკრეტული ადამიანისთვის ხდება რამდენიმე მეთოდით. ყველაზე იდეალურია, რა თქმა უნდა, კომბინირებული მეთოდი. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, როგორ მუშაობს მინერალი და უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად რისი მიღწევა გვინდა კონკრეტულ ინერალთან კონტაქტით.
ყველა მინერალს აქვს თავისი ქიმიური შემადგენლობა,რომელიც ვიბრირებს, გამოსცემს ვიბრაციებს, ისევე როგორც ყველა ატომი და მოლეკულა გამოსცემს ენერგიას. ვიბრაციის სიხშირე და მოქმედება განსხვავებულია, ისევე როგორც განსხვავებულია,მაგალითად ხმის სიხშირის აღქმა ადამიანის მიერ. ადამიანის ყური ვერ აღიქვამს ხმის ნებისმიერ სიხშირეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ ეს ხმა არ არსებობს საერთოდ. ბევრი ხმის დიაპაზონს, რომელსაც ყურით ვერ აღიქვამენ ადამიანები, ძალიან კარგად აღიქვამენ ცხოველები. მინერალიც მსგავსი პრინციპით მოქმედებს, მისი ვიბრაცია მოქმედებს ადამიანის კონკრეტულ სფეროზე ან კონკრეტულ ორგანოზე ისე,რომ ადამიანი ამას ვერ გრძნობს. მინერალის მოქმედება მსუბუქია და ინტენსიური, გავლენა იგრძნობა გარკვეული დროის შემდეგ.
ყველა მინერალს აქვს თავისი ტარების და მოვლის წესი. ყველა მინერალი ნებისმიერი ადამიანის ენერგიას ვერ ეგუება,ვერ ერწყმის. კონკრეტული ადამიანის ენერგეტიკას და ვიბრაციის თავისებურებებს კი ანახებს ნატალური რუკა, გამომდინარე იქედან,თუ რომელი პლანეტაა ძლიერი და რომელი სუსტი. თუ ადამიანის ვიბრაცია არ ეთავსება მინერალის ვიბრაციას, შედეგი იქნება საწინააღმდეგო. აუცილებელია ტარების წესების დაცვაც, რადგან ბევრ მინერალს აქვს თავისი წესები, მუდმივი ტარება ყველა მინერალის შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული. ზოგიერთს მეტისმეტად მაღალი სიხშირე აქვს ვიბრაციის, ზოგიერთის ნეგატიური ენერგია ცხოვრების კონკრეტულ პერიოდშია მხოლოდ გამოსადეგი, ზოგიერთი კარმაგ მოქმედებს დიდი რაოდენობით, ზოგიერთი კარგად მოქმედებს როდესაც ეხება ადამიანის კანს, ზოგი პირიქით, სადმე ახლოს უნდა მოათავსოთ, მაგრამ ტარება არ არის რეკომენდირებული..
რაც შეეხება მინერალის შერჩევის მეთოდებს:
- ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მინერალის ტარება. დიდად აზრი არ აქვს, რადგან თქვენ ატარებთ ზუსტად ისეთ მინერალს,როგორიც ხართ რეალურად. მაქსიმუმ თქვენი მზის თვისებები გაზარდოს, პლუსიც და მინუსიც.
- მინერალის ტარება მთვარის დღის მიხედვით. მთვარის დღე გარკვეულწილად აღწერს ადამიანის ცხოვრებას, ზოგადად. ამიტომ არჩევს ისეთ მინერალს,რომელიც ადამიანს ცხოვრებას გაუმარტივებს. დაიცავს მას ან დააკომპენსირებს ამ დღის ნეგატიურ მხარეს. აქ ასევე გასათვალისწინებელია სტიქიებიც, რადგან ერთი დომინანტი სტიქიის მფლობელს იგივე სტიქიის მინერალი დაამძიმებს, კონკრეტული ძლიერი პლანეტის მფლობელს იგივე პლანეტის მინერალი არაფერში გამოადგება. ამ მეთოდის გამოსაყენებლად საკმარისია მიახლოებითი დროის ცოდნაც ხშირად.
- მინერალის ტარება რუკის სუსტი სფეროს კომპენსირებისთვის. ამ მეთოდის ფარგლებში ხდება რუკის ანალიზი,რომ გამოვლინდეს რუკის სუსტი სფეროები, როგორიცაა მაგალითად ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება, სუსტი კარიერა, სუსტი ფინანსები.. შემდეგ კი ხდება კონკრეტული ასპექტის შექმნა რუკაში მინერალის დახმარებით ისე, რომ ამ კონკრეტულმა ასპექტმა,რომელიც აკავშირებს კონკრეტულ სფეროს კონკრეტულ ვარსკვლავთან, გააძლიეროს ეს კონკრეტული სფერო. ამ ასპექტის აქტიურობას უზრუნველყოფს მინერალი,რომელსაც ეს ადამიანი ატარებს. ასპექტი იქნება აქტიური მანამ,სანამ ადამიანთანაა ეს მინერალი. ასტროლოგს აქვე სპეციალურიო ცხრილები,რომლებშიც მოცემულია მინერალების ,პლანეტების და ვარსკვლავების კავშირი და მათი განმარტებები, რის მიხედვითაც ასტროლოგი ქმნის კონკრეტულ ასპექტს. ეს მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მთელი ცხოვრების განმავლობაში ან კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, სანამ კონკრეტული პრობლემა არ მოგვარდება. ეს მეთოდი ყველაზე პოპულარული მეთოდია,რადგან უკიდურესად ინდივიდუალურია და კეთდება ადამიანის ნატალური რუკის მინაცემებიდან გამომდინარე, სჭირდება ზუსტი დრო დაბადების.
- მინერალის ტარება ინტუიციიდან გამომდინარე. ეს მეთოდი მუშაობს მხოლოდ მაშინ,როდესაც ადამიანს რეალურად აქვს ინტუიცია განვითარებული. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი თვითონ იცნობს მინერალს,რომელიც მას სჭირდება, მაგრამ რისკი საკმაოდ მაღალია. სჭირდება კი რეალურად? გადამოწმება არასდროს არ არის ზედმეტი, ყოველ შემთხვევაში.
რაც შეეხება მინერალის ნამდვილობას, მინერალში მთავარია მისი ქიმიური შემცველობა. სახლშიი ქნება გამოზრდილი თუ მთის წვერიდან მოტეხენ, დიდი განსხვავება ამაში არ იქნება, რადგან მინერალი მოხმარებამდე უნდა გაიწმინდოს გარეშე ენერგიისგან და პერიოდულად დაიმუხტოს სპეციალური პროცედურების დახმარებით.
დღესდღეობით 99% მინერალებისა არ არის ნამდვილი. არის მინერალები,რომლების მიბაძვა და იმიტირება ძალიან რთულია ,მაგალითად იასპის. მაგრამ მინერალების უმრავლესობა ძალიან მარტივად ფალსიფიცირდება, უბრალოდ იაფიან მინერალს ღებავენ და ასაღებენ სხვა მინერალად, როგორც მაგალითად, წითელი მარჯანის 99% ბაზარზე რეალურად შეღებილი თეთრი მარჯანია.
ყველაზე სანდო მეთოდი მინერალის ყიდვის, არის იუველირთან მისი ყიდვა, საიუველირო მაღაზიებში. ძალიან ცოტა მინერალი თხოულობს დიდ რაოდენობას მოქმედებისთვის, უმეტესობა მინერალებისა პაწაწინა ნატეხიც აკეთებს თავის საქმეს. მთავარია არ გაიბზაროს და არ გატყდეს. თუ ჩამოტყდა პატარა ნაწილი მაინც, მინერალი აღარ იმუშავებს.
ყველა შემთხვევაში ფრთხილად უნდა იყოთ მინერალის შერჩევისას, რადგან თუ ნამდვილი მინერალია, არაა გამორიცხული,რუკაში მის მმართველ ვარსკვლავთან თქვენს რომელიმე პლანეტასთან ნეგატიური ასპექტი ჰქონდეს, რაც უფრო გაგირთულებთ ცხოვრებას..
