როგორ მუშაობს ასტროლოგია

ვარსკვლავების როლი ასტროლოგიაში

ასტროლოგიაში ვარსკვლავებს, ნისლეულებს , ასტეროიდებს და კომეტებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებით მუნდანურ ასტროლოგიაში. მსოფლიოში არ მომხდარა არც ერთი მნიშვნელოვანი მასშტაბური მოვლენა ვარსკვლავების გავლენის გარეშე.
ნატალურ რუკაში ვარსკვლავების გავლენა შესაძლოა იყოს მაღალი, შესაძლოა სულ არ იყოს შესამჩნევი. ეს დამოკიდებულია ვარსკვლავების ძალაზე კონკრეტულ რუკაში.
რუკაში ვარსკვლავების ნახვის 2 მეთოდი არსებობს: ეკვატორული და ეკლიპტიკური. ვარსკვლავი რუკაში შესაძლოა იყოს ამომავალი ან ჩამავალი, რითაც მათი მოქმედება განსხვავებულია ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე.
იმისთვის, რომ ვარსკვლავი რუკაში იყოს მნიშვნელოვანი და ძლიერი, საჭიროა ის აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს. არსებობს მესაჭე ვარსკვლავი, გზის მაჩვენებელი და გამყოლი ვარსკვლავები, მათი გავლენა განსაკუთრებით მაღალია რუკაში. იმისთვის,რომ რომელიმე ვარსკვლავი იყოს ზემოთ დაწერილი სამიდან რომელიმე სტატუსის, საჭიროა რომ მისი ეპიგონები (ე.წ. შუამავალი პლანეტები) აკმაყოფილებდნენ მინიმუმ 3 კრიტერიუმს. მესაჭის შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს 5 კრიტერიუმი. სხვა შემთხვევაში ვარსკვლავი არ არის საკმარისად ძლიერი იმისთის,რომ ძლიერი გავლენა მოახდინოს ადამიანის კონკრეტულ რუკაზე.
სულ გამოყოფენ 21 ავ ვარსკვლავს და 21 ნათელ ვარსკვლავს. გარდა ამისა, არსებობს ცალკე 4 სამეფო ვარსკვლავი (ძალაუფლების მომნიჭებელი) და 3 წარმატების ვარსკვლავი. ყველა ვარსკვლავი ინტერპრეტირდება ინდივიდუალურად, გამომდინარე რუკიდან და იმ პლანეტიდან,რომელსაც უერთდება.
ვარსკვლავების გავლენა მრავალფეროვანია: ზოგი სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ზოგიამოკლებს,ზოგი უბედურებას იძლევა, ზოგი სიხარულს, ზოგს თავისი თამაშის წესები აქვს, ზოგიერთი კონკრეტულ პროფესიებს იძლევა და ა.შ.
ვარსკვლავებს ეძახიან უძრავებს რადგან ისინი ძალიან ნელა მოძრაობენ, 1 გრადუსით გადაადგილდებიან ყოველ 72 წელიწადში ერთხელ. პლანეტებთან შეერთების ორბისი განსხვავდება ვარსკვლავის ზომიდან გამომდინარე, თუმცა არ აჭარბებს 30 მინუტს.
ერთმანეთთან საპირისპიროდ მდგარი ვარსკვლავები, თუ ისინი უერთდებიან პლანეტებს, აყალიბებენ ვარსკვლავურ ღერძებს, რომლების ინტერპრეტაცია განსხვავდება ვარსკვლავების ინტერპრეტაციისგან. სულ არსებობს 6 ვარსკვლავური ღერძი, ვარსკვლავური მერიდიანი: კატასტროფის ღერძი, მაგიური, ძალაუფლების, ანაზღაურების, თამაშის, ეკოლოგიური. იმისთვის, რომ ღერძი იყოს აქტიური ადამიანის ცხოვრებაში, ასევე უნდა სრულდებოდეს გარკვეული კრიტერიუმები.
ნატალურ რუკაში ასევე შესაძლოა იყოს მტელი თანავარსკვლავედი, ამისთის რუკაში ერთი თანავარსკვლავედის მინიმუმ 3 ვარსკვლავი უნდა ფიქსირდებოდეს+ კიდევ რამდენიმე კრიტერიუმია. მათი ინტერპრეტაციაც განსხვავებულია.
ნისლეული რომ იყოს რუკაში აქტიური,ასევე მისი ეპიგონები უნდა აკმაყოფილებდნენ კონკრეტულ კრიტერიუმებს. ნისლეულების გავლენა უკიდურესად ნეგატიურია (სიბრმავე, ფსიქიკური პრობლემები, დესტუქცია და ა.შ.).
ასტეროიდები ადამიანს აკეთებინებენ იმას, რაც უკვე გაკეთებული აქვს ადრე, აკარგვინებს დროს, ხელს უწყობს ადამიანის დეგრადაციას. ხოლო კომეტების გავლენა ადამიანის რუკაში დადებითად ხასიათდება.
გარდა ამისა, არსებობს სხვა ობიექტებიც, რომლებიც ასევე გაითვალისინება რუკის ანალიზისას , როგორებიცაა გალაქტიკის ცენტრი,მზის აპექსი, სამყაროს ცენტრი და ა.შ.
პროფესიონალურ რუკაში ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა ეთმობოდეს ცალკე განყოფილება. ვარსკვლავები ასტროლოგიაში წარმოადგენენ უმაღლეს ობიექტებს, რომლებიც თავიანთ ნებას დედამიწაზე წარმოადგენენ პლანეტების დახმარებით,ანუ პლანეტები არიან ვარსკვლავების ''დამხმარეები'', შუამავლები.
წყარო: გლობა, ბერნადეტ ბრედი, ჰოფმანი, ჰერმეს ტრისმეგისტი. მათი წიგნები,როგორც სტატიის წყაროები, შემიძლია მოგაწოდოთ რუსულ ენაზე (ელექტრონული ვერსია).
2023-12-21 19:23 ასტროლოგიის საწყისები