დაზიანებული პლანეტები რუკაში ართულებენ ცხოვრებას ზოგადად. რაც უფრო მეტად დაზიანებულია პლანეტა, მით უფრო რთულია ამ პლანეტის სფეროში სრულფასოვნად ფუნქციონირება, ხასიათში ჩნდება კონკრეტული პრობლემები. ყველაფერი მოდის ფსიქოლოგიიდან, ჩვენი ხასიათის დახმარებით ხდება ჩვენივე შეხედულებების და იდეების ფორმირება, შესაბამისად კი ჩვენი ქცევებისაც. ამიტომაც აუცილებელია დაზიანებული პლანეტების დამუშავება, ანუ ხასიათის კორექცია.
არ არსებობს რუკა,სადაც არ იქნება დაზიანებული პლანეტა, ყველა რუკა ამ მხრივ დაზიანებულია და ყველა ადამიანს თავისი პრობლემები აქვს. განსხვავება არის დაზიანების დონეში. რაც მეტად დაზიანებულია პლანეტა, მით უფრო ნეგატიურია მ ისი გავლენა და რთულად კონტროლირებადი მისი ენერგია. განვიხილოთ, როგორ გამოიხატება კონკრეტული პლანეტების დაზიანება ზოგადად, როგორ წარმოაჩენს თავს დაუმუშავებელი პლანეტა:
დაუმუშავებელი მთვარე- ისტერია, დამოკიდებულება რაიმეზე ან ვინმეზე, გაფანტული ყურადღება, სიზარმაცე, უდისციპლინობა, კაპრიზულობა, ბუტია ხასიათი. მთვარის დაზიანება ყველაზე მეტად თვალშისაცემია, ზოგადად.
დაუმუშავებელი ვენერა- ცუდი გემოვნება, გემოვნების ნაკლებობა, ნაკლები სიხარული ცხოვრებაში, ოპტიმიზმის ნაკლებობა, ცხოვრებით ტკბობის უნარის ნაკლებობა, სიყვარულის ნაკლებობა, საკუთარი თავის მიმღებლობის ნაკლებობა, ფინანსური პრობლემები, მაღალი სენსიტიურობა, უემოციობა, ვულგარულობა, ეჭვიანი ხასიათი, მეგობრების ნაკლებობა, მომთხოვნი ხასიათი, სიძუნწე.
დაუმუშავებელი მარსი- მეტისმეტი თვითგამოხატვა ან მისი მკვეთრი ნაკლებობა, საკუთარი ინტერესების დაცვის მხრივ პრობლემა, უარის თქმის პრობლემა, შიში, ქაოსური ნაბიჯები ცხოვრებაში, სპორტის სიყვარული, კონკურენციის სიყვარული, ფიზიკური აქტივობის დიდი მოთხოვნილება, აგრესია, უხეშობა, ბოროტი ხასიათი, მოუთმენლობა, ეგოიზმი, იმპულსურობა.
დაუმუშავებელი მზე- საკუთარი აზრის არ ქონა, სხვების აზრზე დამოკიდებულება, ნაკლები ინდივიდუალიზმი, ნაკლები თავდაჯერება, პესიმიზმი, ეგოიზმი, სიჯიუტე, რადიკალიზმი, ორიგინალურობის დიდი სურვილი.
დაუმუშავებელი მერკური- აკლია სხვების აზრის და საქციელის გაგების უნარი, სუბიექტურობა, დიპლომატიის ნაკლებობა, ჭორების და ცარიელი საუბრის სიყვარული, ცუდი მეხსიერება, ცუდი ფიზიკური რეაქცია გამღიზიანებელზე.
დაუმუშავებელი იუპიტერი- საკუთარი თავის რწმენის პრობლემა, სოციალური აღმასვლის პრობლემები, ავტორიტეტის პრობლემა, არასტაბილურობა, ცრუმორწმუნე, რადიკალი, მეტისმეტად რეალისტი, სხვების აზრით ცხოვრება, სიამაყე, ტრაბახი, ტყუილები, ორმაგი სტანდარტები, აზარტულობა, მფლანგველობა, კარგის და ცუდის გარჩევის მხრივ პრობლემები.
დაუმუშავებელი სატურნი- შიში, რეალობის მიღების პრობლემა, იდეალიზმი, მარტოობის სიყვარული, ფინანსური პრობლემები, წარმატების პრობლემები, წუწუნი ან წუწუნა ადამიანების მიმართ აგრესია, დინების მიმართულებით ცურვა, უმოქმედობა, სუბიექტურობა, სიძუნწე, ეჭვიანობა, პესიმიზმი, ფატალიზმი, ცვლილებების შიშით გამოწვეული კონსერვატიზმი, სოციალიზაციის პრობლემა, სიზარმაცე.
დაუმუშავებელი ნეპტუნი- რეალობის აღქმის პრობლემა, ადეკვატური რექციის პრობლემა, დამოკიდებულება რამეზე ან ვინმეზე, ილუზიები, საკუთარ ილუზიებში ცხოვრება, შინაგანი ქაოსი, შიშები, ფობიები, ფსიქოლოგიური პრობლემები.
დაუმუშავებელი პლუტონი- ინიციატივის პრობლემა, ინდივიდუალობის დაკარგვა, სისტემის არქონა ხასიათში, ძალაუფლების დიდი სურვილი, სიძულვილი, ძალადობა, უმოქმედობა ექსტრემალურ სიტუაციებში.
დაუმუშავებელი ქირონი- უჭირს რამდენიმე საქმის პარალელურად კეთება, სუბიექტური, სირთულე ადაპტაციაში, პრობლემები ინფორმაციის სტრუქტურირებაში, ორსახოვანი ხასიათი, მოღალატე, ინტრიგანი.
დაუმუშავებელი ლილიტი- მორალის პრობლემა, იმპულსური რეაქცია, გრძნობების მატერიალიზაცია, ნეგატიური მეორე ''მე''- ს კონტროლის პრობლემა, კომპლექსები,საკუთარი თავის მიუღებლობა.
რა თქმა უნდა, ეს მინიმალური აღწერაა კონკრეტული პლანეტის. ინდივიდუალური ასპექტებიდან და პლანეტის დაზიანების დონიდან გამომდინარე დაემატება მახასიათებლები, გააჩნია რუკას, გააჩნია ასპექტებს და პლანეტების ძალას.