ნატალური რუკის ანალიზისთვის საჭიროა ზუსტი დაბადების დრო, რადგან დაბადების დროზეა დამოკიდებული სახლების სისტემის თავისებურებები. ასცენდენტის ღერძი საშუალოდ, ყოველი 4 წუთის განმავლობაში გადაადგილდება 1 გრადუსით. იქედან გამომდინარე, თუ რომელი ნიშანია ასცენდენტზე, გადაადგილება შესაძლოა იყოს უფრო სწრაფი ან უფრო ნელი.
ნატალურ სახლებს წარმოადგენენ სახლის კუსპიდები, ე.წ. ღერძები, საიდანაც კონკრეტული სახლი იწყება. დაბადების დროში გადაცდომამ შესაძლოა გამოიწვიოს კუსპიდის ნიშნის ცვლა, პლანეტის გადაადგილება სახლიდან სახლში, კუსპიდის გრადუსის ცვლა,რამაც შესაძლოა მოახდინოს გავლენა სახლის არასწორ ინტერპრეტაციაზე გრადუსების დონეზე, ან თუ ასტროლოგი ითვალისწინებს ვარსკვლავებთან შეერთებას, სახლების კუსპიდებთან შეერთებას ან ვარსკვლავურ ღერძებს, არაფერს ვამბობ მიდპოინტებზე.
ყოველი სახლი თავის თავში იტევს რამდენიმე თემას, ამ თემის ანალიზი ხდება ზუსტად ამ კონკრეტული სახლის ანალიზის შედეგად. ყოველ სახლს აქვს რამდენიმე თემა, ყველას ფიზიკურად ვერ ჩამოვთვლით აქ, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ მნიშვნელოვანი თემები. სულ 12 სახლია ნატალურ რუკაში:
1ლი სახლი ახასიათებს ადამიანის პიროვნებას,მისი ხასიათის თავისებურებებს, მის სასიცოცხლო პოტენციალს,ენერგიას, მის სახეს სოციუმში, სხვა ხალხის თვალში, მისი ყოველდღიური თვითგამოხატვის თავისებურებებს.
2ე სახლის თემებია ადამიანის ნიჭი, მისი უნარები და შესაძლებლობები, მისი ფინანსური პოტენციალი,ჯანმრთელობა ადრეულ ასაკში, მისი თავდაჯერების დონე.
3ე სახლის თემებია: და-ძმები, ახლობლები,მეზობლები, ტრანსპორტი, ახლო მანძილზე გადაადგილება, სწავლის და აზროვნების პოტენციალი, კომუნიკაციის თავისებურებები, ზოგადი ინტელექტის თავისებურებები, კომერცია.
4ე სახლის თემებია: მშობლები, ოჯახი, სამშობლო, ერთ-ერთი მშობელი, ადამიანის შინაგანი ''მე'' (ყველასგან დამალული), დასასრული ნებისმიერი რამის, უძრავი ქონება, სახლი.
5ე სახლის თემებია: სიყვარული,არაოფიციალური პარტნიორობა, შვილები ზოგადად, გართობის და დასვენების სფერო, სცენა, შემოქმედება, სწავლება, აზარტი, რისკი.
6ე სახლის თემებია: ყოველდღიურობა, რუტინა, მცირე ზომის ცხოველები, კოლეგები სამსახურში, ჰიგიენა, დიეტა, ყოველდღიური ავადმყოფობები.
7ე სახლის თემებია: ოფიციალური პარტნიორობა, სხვა ადამიანები, ღია მტრები, სასამართლო პროცესი.
8ე სახლის თემებია: ინტენსივობა, საფრთხე, ოკულტიზმი, სიკვდილი, პარტნიორის ან სხვა ადამიანის ქონება, დიდი ფული, ბიზნესი.
9ე სახლის თემებია: მოგზაურობა, უმაღლესი ცოდნა, ფილოსოფია,სახელმწიფო ან სხვა ინსტანციები, საზღვარგარეთი, კულტურა, სამართლიანობა.
10ე სახლის თემებია: კარიერა, ნებისმიერი სახის წარმატება, სოციალური წინსვლა, ერთ-ერთი მშობელი.
11ე სახლის თემებია: ოცნებები, გეგმები, კოლექტივი,მეგობრები.
12ე სახლის თემებია: იზოლაცია, საზღვარგარეთი, ყველაფერი დამალული და საიდუმლო, დიდი ზომის ცხოველები, ხელოვნება, ფსიქიკა, ფარული მტრები, გენეტიკური ან ქრონიკული დაავადებები.
ყველა სხვა თემა, რომელიც აქ არ არის ჩამოთვლილი, ასევე შედის რომელიმე სახლში: დედის ბიძა, მამაჩემის მეზობელი, ჩემი უფროსის ფინანსები ან მეზობლის ცოლის საყვარელი)) გასათვალიწინებელია, რომ სხვა ადამიანების ცხოვრება ნაკლებად ჩანს კონკრეტული ადამიანის რუკაში, მხოლოდ მცირე ინფორმაცია გამოჩნდება, რაც აქცენტირებულია. დანარჩენი უკვე ჩანს ამ ადამიანის პირად რუკაში.
სახლების ანალიზისთვის ჯერ აუცილებელია პლანეტების შეფასება, სახლების ურთიერთქმედების ცხრილის შედგენა და მხოლოდ შემდეგ ფორმულების მისადაგება და ანალიზი. სახლის ელემენტებია: სახლის მმართველი, თანამმართველი , სახლში მდებარე პლანეტები და ზოგჯერ დისპოზიტორიც, გააჩნია ანალიზის თემას.
პ.ს. 3 მინიშნების წესი მუშაობს ყველგან, მათ შორის სახლების ანალიზის დროსაც.
პ.ს. 3 მინიშნების წესი მუშაობს ყველგან, მათ შორის სახლების ანალიზის დროსაც.