კონფიდენციალობის პოლიტიკა
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

წინამდებარე პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით „ანტარესის“(ს/კ 62004025830, რეგისტრირებული მისამართი: თბილისი,საქართველო, საკონტაქტო ინფორმაცია:  ingatchedia199098@gmail.com) (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც კომპანია მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში. პოლიტიკის მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.


პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირება
  • ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
  • თქვენი მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

როგორ გიცავთ კანონი
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.
კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
  • რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
  • ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
  • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.
კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასევე, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყევტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
 თქვენთვის აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება კომპანიას წარმოეშობა თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.
 კომპანიას აქვს თქვენი ინფორმაციის დამუშავების კანონიერი საფუძველი. თქვენი პერსონალური ინფორმაცია მუშავდება კონკრეტული მიზნით რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, კომპანიის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ.

პლატფორმაზე არსებული აქტივობები
თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, რომელიმე აქტივობაში ჩართვისას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება:
  • ჩვენთან პროდუქტის შეკვეთა
  • ჩვენს მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა

შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება
ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი მომხმარებლების შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას:

საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია
საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია.
  • თქვენი სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, დრო და ადგილი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • სხვა დამატებითი ნებაყოფლობით შესავსები ინფორმაცია თქვენ შესახებ.
როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე (გარდა ბარათის ტიპისა და ვალიდურობის მაიდენტიფიცირებელი პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრისა).

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და ჩვენი მიზანი:
  • თქვენთან ურთიერთობისთვის
  • ჩვენი პროდუქტების მოსაწოდებლად
  • მომხმარებლის გადახდების განსახორციელებლად და სამართავად
  • ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად
  • საჩივრებზე რეაგირებისა და მოგვარების გზების მოსაძიებლად
  • მინიჭებული უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად

თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში
  • როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად
  • როცა კომუნიკაცია ხორციელდება ჩატის, ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
  • როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.

ჩვენი სამართლებრივი საფუძველი:
  • თქვენი თანხმობა
  • სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება
  • ჩვენი კანონიერი ინტერესები
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობა
  • რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა ან სამოქალაქოსამართლებრივი, სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციული სახის საქმის წარმოების დროს, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოთხოვნის/თანხმობის სააფუძველზე ან ჩვენი ინიციატივით, როცა აღნიშნული უფლება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების დაცვა და განხორციელება; ვებგვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.

თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ:
  1. მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ
  2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები დააფიქსიროთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში
  3. ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ან შეზღუდოთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რასთან დაკავშირებითაც უნდა გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 5-10 სამუშაო დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების დამუშავება. თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას ან მოითხოვთ ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
კონფიდენციალობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით:
ელ-ფოსტის მისამართი: ingatchedia199098@gmail.com
  1. მონაცემების დამუშავება, შეტყობინებაში მიუთითეთ დეტალური ინფორმაცია თუ „ანტარესის“ პლატფორმაზე რომელი პერსონალური მონაცემის დამუშავებაზე აცხადებთ უარს ან/და რა სახით გსურთ ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა.

რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?
მომსახურების დასრულების შემდეგ 1 თვის ვადით შემდეგი მიზეზების გამო
  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად
  • იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით
  • შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით
  • კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.
მომსახურეობა დასრულებულად ითვლება მაშინ როცა თქვენს მიერ ჩვენს პლათფორმაზე ბოლო შეძენის განხორციელებიდან არის გასული 1 თვე და ამ პერიოდის განმავლობაში შეძენის ოპერაცია არ განგიხორციელებიათ. ამ შემთხვევაში თქვენი ინფორმაცია წაიშლება ავტომატურად.

ასევე მომხმარებლის მოთხოვნისთანავე სისტემიდან დაუყოვნებლივ წაიშლება მისი პირადი ინფორმაცია.


წესებისა და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
ასევე, წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენ მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.


Made on
Tilda